logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდ ჯოხს და ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება!
- +

10 მაისი. 2016. 19:39


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე თამაზ მეჭიაურის განცხადებებს ეხმაურება.



ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ცდილობს, ადგილი დაიმკვიდროს იქ, სადაც საკუთარი აზრებისა და მსოფლმხედველობისთვის უფრო ნოყიერი ნიადაგი შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება ქართულ ოცნებას" - ქართული ოცნების" კურსი არის ურყევი. მოდის ყრილობა და იქაც ძალიან ხმამაღლა მოხდება ამის დეკლარირება. რამდენადაც პატივს არ უნდა ვცემდეთ ადამიანის და პარლამენტის წევრის გამოხატვის უფლებას, არ შეიძლება ერთი პარლამენტარის აზრზე ააგო დამოკიდებულება და შეფასებები კონკრეტული მმართველი ძალის მიმართ. თამაზ მეჭიაური სწორ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ავიღებთ დიდ ჯოხს და ამის გამო ცემას დავუწყებთ მეჭიაურს, ასე არ მოხდება. პარტიას აქვს თავისი რეგლამენტი და ამ რეგლამენტისა და პარტიის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, როცა ამის დროს დადგება", - განუცხადა ინტერპრესნიუსს" ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner