logo_geo
eng_logo
თურქეთი აშშ-სთან სავაჭრო ომში ჩაერთო
- +

15 აგვისტო. 2018. 13:16

 

თურქეთმა შეერთებული შტატებიდან შეტანილ პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო ტარიფი გაზარდა.

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო მაცნეში T.C. Resmi Gazete-შიგამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით,კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით.

 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუათ ოქთაის განცხადებით, საბაჟო ტარიფები აშშ- ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდგაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთთან მიმართებაში ალუმინზე და ფოლადზე ტარიფები გაზარდა.

 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner