თურქეთმა შეერთებული შტატებიდან შეტანილ პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო ტარიფი გაზარდა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებაში, რომელიც ოფიციალურ სამთავრობო მაცნეში T.C. Resmi Gazete-შიგამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით,კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუათ ოქთაის განცხადებით, „საბაჟო ტარიფები აშშ-ს ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდგაიზარდა“.
აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთთან მიმართებაში ალუმინზე და ფოლადზე ტარიფები გაზარდა.
მისივე თქმით, „ამ ეტაპზე თურქეთთან ურთიერთობები კარგ მდგომარეობაში არ არის“.