logo_geo
eng_logo
გიორგი გოცირიძე აპარატული სუნთქვიდან მოხსნეს
- +

10 მაისი. 2016. 19:41


„კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ცნობით პაციენტი კონტაქტურია, მისი მდგომარეობა კი საყურადღებო რჩება.

„კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა.

ის ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. მას გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, ასევე აღენიშნებოდა წვივების მოტეხილობები. პაციენტს რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტი მოხსნილია აპარატული სუნთქვიდან, არის კონტაქტური და ადეკვატური, მდგომარეობა რჩება საყურადღებო, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. კვლავ ესაჭიროება მრავალკომპონენტიანი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება",- აცხადებენ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner