logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ჩემს მძღოლს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე აკადემიკოსს!
- +

10 მაისი. 2016. 19:43


"ჩემს მძღოლს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე აკადემიკოსს!" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.


ჩემს, პარლამენტის მძღოლს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე აკადემიკოსს, რეალურად თუ დავთვლით, ასე გამოდის. გული მწყდება, რომ ჩვენი აკადემია ამ დღეშია. 108 ათასი კი არა, ალბათ, აკადემიკოსებს რაც ეკადრებათ ის ხელფასი რომ ჰქონდეთ... მილიონ 800 რომ იყოს, ისიც წაადგება აკადემიას და ჩვენს მეცნიერებას", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

 

მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ შესაძლოა, 5 წლიანი სამეცნიერო სტიპენდიები დააწესოს და წევრ­კორესპოდენტთა ინსტიტუტი ეტაპობრივად სტიპედიანტთა ინსტიტუტით ჩანაცვლდეს. სტიპედიანტების ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარი იქნება.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner