15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6074 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6343 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.69 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9495 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0047 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.52 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4224 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.3124 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 აგვისტოდან შევა ძალაში.