logo_geo
eng_logo
ინოვაციური ჯოხი უსინათლოებისთვის!
- +

10 მაისი. 2016. 19:45


ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ცოტნე შოთაძემ და ბესიკ შარაშიძემ ინოვაციური ჯოხი შექმნეს. 


ჯოხი უსინათლოებისთვის მგზავრობის დროს დამხმარე საშუალებას წარმოადგენს და მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, გზაზე დაბრკოლებები წინასწარ განსაზღვროს. 

ჯოხი მეგობრებმა სახლში, პატარა ოთახში შექმნეს, სადაც სამუშაო სივრცე თავად მოაწყვეს. ამ ეტაპზე მოსწავლეები ხელსაწყოს გაუმჯობესებაზე მუშაობენ და გამოგონების დაპატენტებას აპირებენ. 


შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის ჯოხის შექმნის იდეა პრაგმატული ნივთის შექმნის სურვილმა განაპირობა.

აჭარის უსინათლოთა კავშირთან" გვაქვს ურთიერთობა. მიუხედავდ 21-ე საუკუნეში განვითარებული ტექნოლოგიებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ქუჩაში გადაადგილება საკმაოდ საფრთხისშემცველია. მით უმეტეს, უსინათლო ადამიანებისთვის. ამ გარემოებამ დაგვაფიქრა და გვიბიძგა, რეალურად დავხმარებოდით მათ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ეს ხელსაწყო უსინათლო ადამიანებს დაეხმარება და რაც უფრო მალე გამოვა სარეალიზაციოდ, მით უკეთესი იქნება.
ჩვენ გამოვიგონეთ ჯოხი უსინათლოებისთვის, ჩვენს ჯოხს აქვს უნიკალური თვისებები. პირველი - ეს არის გადაადგილების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ჯოხს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც აღიქვამენ დაბრკოლებებს, რომელთა აღქმა 2 მეტრის მანძილიდან იწყება. ჯოხი გამოსცემს ხმოვან და ვიბრო სიგნალებს. გარდა ამისა, ჯოხში დამონტაჟებული გვაქვს GPS კოორდინატების გადამცემი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს GSM ტექნოლოგიაზე. 
მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია კოორდინატების გაგზავნა წინასწარ დარეგისტრირებულ ნომერზე. ჯოხზე დამონტაჟებულია ღილაკი და ამ ღილაკზე თითის დაჭერით უსინათლო ადამიანი აგზავნის დახმარების სიგნალს. სიგნალთან ერთად, მიმღებთან მიდის უსინათლოს ადგილმდებარეობის კოორდინატები. 
სიგნალის გადაცემა ყველა ადგილიდან არის შესაძლებელი, მაგალითად, შესაძლებელია, ბათუმში იყოს და სიგნალი თბილისში გააგზავნოს. ასევე შეიძლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სიგნალის გაგზავნა
.
ვფიქრობთ ჩვენი ხელსაწყოს გაუმჯობესებას, ფუნქციების დამატებას, რისი საშუალებაც გვაქვს. უნდა შევქმნათ პატენტი, მერე კი რეალიზებაზეც ვიფიქრებთ", - ამბობს ცოტნე შოთაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner