logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს არის სევდიანი სანახაობაა „ნაციონალური მოძრაობისგან!“
- +

10 მაისი. 2016. 19:49


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა  დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის შეფასებით, ამ საკითხით ბევრი მნიშველოვანი მოვლენა იფარება, როგორიცაა საარჩევნო სისტემის რეფორმირების თემა.  მისი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, „4 ჰექტარი მიწისგან ქარბუქის დაყენებას", რაც მას სევდიან სანახაობად მიაჩნია.


„საკითხი, რომელიც თაბორის მიმდებარე ტერიტორიას ეხება,  აუცილებლად უნდა წყდებოდეს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით. მე ამ 4 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებით  ქარბუქის დაყენების მცდელობას ვხედავ „ნაციონალური მოძრაობისგან", რასაც  სევდიანი სანახაობად ვთვლი", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner