ავტორი ანანო მეტივიშვილი
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ლორთქიფანიძის შეფასებით, ამ საკითხით ბევრი მნიშველოვანი მოვლენა იფარება, როგორიცაა საარჩევნო სისტემის რეფორმირების თემა. მისი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, „4 ჰექტარი მიწისგან ქარბუქის დაყენებას", რაც მას სევდიან სანახაობად მიაჩნია.
„საკითხი, რომელიც თაბორის მიმდებარე ტერიტორიას ეხება, აუცილებლად უნდა წყდებოდეს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩარევით. მე ამ 4 ჰექტარ მიწასთან დაკავშირებით ქარბუქის დაყენების მცდელობას ვხედავ „ნაციონალური მოძრაობისგან", რასაც სევდიანი სანახაობად ვთვლი", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.