logo_geo
eng_logo
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
- +

16 აგვისტო. 2018. 03:23

 

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

კერალას შტატში სტიქიამ ათობით დასახლება ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშე დატოვა.

 

მასშტაბურ სტიქიას ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გასული კვირიდან ებრძვიან. კერალას შტატში წყალდიდობა მუსონურმა წვიმამ გამოიწვია. წყლის მოვარდნამ რამდენიმე დასახლება მთლიანად დატბორა. გარკვეულ ადგილებში დაფიქსირდა მეწყერიც. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, წლევანდელი მუსონური სტიქია ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური და დამანგრეველი აღმოჩნდა.

 

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა 18 აგვისტომდე გაგრძელდება. განგაშის უმაღლესი – წითელი დონე გამოცხადდა შტატის 14 რაიონიდან 12-ში. ამასთან, დაიხურა კოჩის საერთაშორისო აეროპორტი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner