logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება
- +

10 მაისი. 2016. 20:28


„საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება"- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. 


„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით არჩევნების თარიღის თაობაზე და არჩევნების თარიღი არის უცვლელი - 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, აქაც მივედით კონსენსუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში", - განაცხადა პრეზიდენტმა. 


პრეზიდენტმა არჩევნების საკითხზე პირველად განკარგულება 5 აპრილს გამოსცა, 6 აპრილს კი კონტრასიგნაციისთვის პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. მაშინ მთავრობის მეთაურმა სამართლებრივი აქტის ხელმოწერაზე უარი თქვა და განკარგულება შენიშვნებითურთ ქვეყნის პირველ პირს უკან დაუბრუნა.


გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნითაც მიმართა, რომ ახალი სამართლებრივი აქტი ივლისში გამოეცა, რათა "ქვეყნის ბიუჯეტს 6-7 თვიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფუფუნება არ ჰქონდა".

კონსულტაციები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შორის დღეს გაიმართა.


უცვლელია არჩევნების თარიღი. ის 8 ოქტომბერს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner