logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ხალხი დაიღალა ამდენი ბლეფით!
- +

10 მაისი. 2016. 20:34


კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის,  პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით მას ბერძენიშვილების განცხადებები მისი მისამართით არ აინტერესებს.


როგორც მეჭიაურმა ნინო ჟიჟილაშვილთან „რვიანში" განაცხადა, მისი განცხადება NATO-სთან დაკავშირებით „რესპუბლიკურმა პარტიამ" არასწორად გაიგო და ამით მოსახლეობასთანაც მანიპულირებენ.

 

„ისეთ ოდიოზურ პიროვნებებს თუ არ მოვწონვარ, როგორიც ბერძენიშვილებია, მაშინ პირიქით ეს პოზიტიურად განაწყობს ხალხს ჩემს მიმართ.

 

სხვათაშორის, „ოცნებაშიც" ძალიან ბევრს მოსწონს ჩემი განცხადებები და ხალხის უმრავლესობასაც, იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ბლეფით, რომ მათ ვატყუებთ. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირს, ყველაფერი შევასრულეთ რაც საჭირო იყო თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად, შემდგომში უკვე ვიზა ლიბერალიზაციისთვის, რომელსაც მალე მივიღებთ. მაგრამ რატომღაც ბერძენიშვილებს უნდათ ორი თემა გადააბან ერთამანეთზე და ამით შეცდომაში შეიყვანონ მოსახლოება.

ისინი იძახიან, რომ ვისაც არ მოსწონს NATO, მას არც ევროკავშირი არ უნდა. რა შუაშია, NATO და ევროკავშირი? ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და დიდი ხანია და არ არის ნატოს წევრი და პირიქით."- განაცხადა მეჭიაურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner