logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ჩვენ კიდევ „ვაბოლებთ“ მოსახლეობას, რომ NATO -ში შევდივართ...
- +

10 მაისი. 2016. 20:56


პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჯერ საუბარი ნაადრევია, რადგან არსებობს ისეთი მოუგვარებელი პრობლემები, რომლითაც საქართველო NATO-ს წევრი ვერ გახდება.

 

„მე ამ კითხვას პრემიერსაც დავუსვამ- როგორ შევდივართ ბატონებო NATO -ში? როდესაც ჩვენ დაკარგული გვაქვს ორი ტერიტორიული ერთეული, რომელიც ოკუპირებული აქვს რუსეთს? NATO -ს თავის წესდების მეხუთე მუხლში უწერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ  NATO -ს წევრ რომელიმე ქვეყანას ექნება საომარი სიტუაცია, ნებისმიერ სხვა NATO -ს არაწევრ ქვეყანასთან, თუნდაც ამ შემთხვევაში რუსეთთან, მაშინ ისინი იღებენ ვალდებულებას ჩერთონ საომარ მოქმედებებში.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი მიგვიღებენ NATO -ში, მაშინ ისინი უნდა ჩაერთონ იმ დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არის და იქნება მანამდე ვიდრე ეს ტერიტორიები იქნება ოკუპირებული რუსეთის მიერ.

 

ობამამამც რამდენიმე წლის წინ, მერკელმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ვიდრე არის საფრთხე იმისა, რომ NATO -ს  წევრი რომელიმე ქვეყანა შეიძლება ჩათრეულ იქნეს საომარ მოქმედებებში რუსეთთან, მაშინ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს NATO -ში გაწევრიანებას.

 

როგორ აპირებენ, როდესაც იქით მხარე არ არის მზად მიგვიღონ NATO -ში და ჩვენ კიდევ „ვაბოლებთ" მოსახლეობას, რომ შევდივართ NATO -ში და კიდევ უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ვიყავით?"- განაცხადა მეჭაურმა ნინო ჟიჟილაშვილთან საუბარში.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner