logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: სისხლში მოცურავე აჩვენეს მთელ საქართველოს! ეს იყო ანგარიშსწორება!
- +

16 აგვისტო. 2018. 23:57

 

 

„ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. მითუმეტეს ამ სახით მკვლელობას. ხალხის წინ დღისით-მზისით დახვრიტეს, შემდეგ დიდხანს ზეწარიც კი არ დააფარეს! ასე სისხლში მოცურავე აჩვენეს მთელ საქართველოს პირდაპირეთერში. ეს იყო ანგარიშსწორება!“ , - ამ სიტყვებით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ მამის მკვლელობა გაიხსენა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „აიკრძალოს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი“ უერთდება. როგორც აკადემიკოსის ქალიშვილმა განაცხად, გურამ შარაძის მკვლელობა ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შეკვეთილი.

 

„შემკვეთი იყო სააკაშვილი. მის გარეშე გურამ შარაძეს თითს ვერავინ დააკარებდა! დათა ახალაიას თავში აზრად არ მოუვიდოდა, რომ მოეხდინა ამ საქმის ორგანიზება. გურამ შარაძის მკვლელობას გამოვარჩევდი სხვა მკვლელობებისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს იყო შეკვეთილი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ! ჩვენ თუ ავად არ ვართ ამ რეზოლუციას ყველამ უნდა დაუჭიროს მხარი! დღეს, რომ გიგა ბოკერია ოპოზიციაშია და ხელმძღვანელობს საგამოძიებო კომისიას, ეს ჩემთვის დემოკრატიის ნიმუში არაა! მკვლელები და მკვლელების ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნები, ვერ უნდა იძიებდნენ ვინმეს დანაშაულს! ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი! ბოკერიას რომ გაასამართლებენ, თუნდაც სიტყვიერად აი, მაშინ ვირწმუნებ, რომ საქართველოში გვაქვს ნამდვილი დემოკრატია!“, - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner