logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი: ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს გაკეთებული!
- +

10 მაისი. 2016. 21:36


„ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს გაკეთებული!" - აცხადებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან"  საუბრისას. გაფრინდაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმ ბრალდებებს, რაც მისი მისამართით გაისმის.



„ის, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა ციხეებში თუ ციხის გარეთ, წარსულს ჩაბარდა. ბევრი კარგი რამ კეთდება, მაგრამ მინდა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად და სოციალურად საბოლოოდ გაიმართოს წელში. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება თავის გაკეთებულ საქმეებს კვირაში ერთხელ მაინც შეახსენებს ადამიანებს.

 

სააკაშვილის დროს ერთი ობიექტი ლამის ცხრაჯერ იხსნებოდა, დღეს კი რეალურად გაკეთებული საქმეებიც არ შუქდება სათანადოდ. ბიძინა ივანიშვილს ქვა იმან ესროლოს, ვისაც მასზე მეტი აქვს გაკეთებული! იგი არ იმსახურებს იმ ბრალდებებს, რომლებიც მისი მისამართით გაისმის. თანაც ვინ ლაპარაკობს მასზე, ვინც ხალხს ატყავებდა და აწამებდა?! ვინც 9 წლის მანძილზე დალასის დოქტრინის მიხედვით მართავდა ქვეყანას?! დიახ, ნაციონალები ერთი-ერთში აკეთებდნენ იმას, რაც დალასის დოქტრინაში ეწერა", - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner