პარლამენტის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით საქართველო ამ ეტაპზე NATO-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, საზოგადოების მოლოდნი კი ამ მიმართულებით უსაფუძვლო და ფუჭია.
„ვკითხოთ მოსახლეობას, უნდათ კი მათ NATO -ში ამ ტერიტორიების გარეშე შესვლა?
ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კონკრეტულად და არა რაღაცა ზოგადი მოსაზრებებით. რაც შეეხება 4 წლის წინანდელ მოცემულობას, სხვა იყო, დღეს სხვა მოცემულობაა. ადრე გვეუბნებოდნენ, რომ უახლოეს დროში მიგვიღებდნენ, შემდეგ განცხადებები შეიცვალა.
ამერიკის ელჩი NATO -ში სადღაც ერთი კვირის წინ გვეუბნება, რომ უახლოეს ხანში ვერ მიგვიღებენ. ვის ვატყუებთ? რატომ ხართ ასე ორკესტრირებულად ტელევიზიებიც?
შეიძლება მოგწონდეს ქალი, ძალიან მაგარი ქალი იყოს, მაგრამ არ უნდოდე იმას და რა ვქნათ ახლა?.."- განაცხადა მეჭიაურმა ნინო ჟიჟილაშვილის „რვიანში" საუბრისას.