ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება.
„ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა. ამასთან, მეორე და მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკის გაძლიერება.
დღეს ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი. პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება. ასევე, ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს უარყოფით გავლენებს. ეს მერყეობა ჩვენ გვიცავს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.