logo_geo
eng_logo
„მორჩით ფარისევლობას!“- ზვიად ტომარაძე გიორგი მარგველაშვილს მიმართავს...
- +

10 მაისი. 2016. 22:33


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:


„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ცვლილებას მოგონილი თემა უწოდა. ამის აუცილებლობა არ არის, რადგან სამოქალაქო კოდექსში ისედაც განმარტებულიაო.

 

-ნო პრეზიდენტო! მოგონილი თემა როგორ არის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის გამო სარჩელია შესული? მაშ სულელები ყოფილან ხორვატები და ლატვიელები კონსტიტუციაში რომ ასახეს? იქნებ არც აშშ- სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის 2015 წლის განცხადება გახსოვთ, რომ "აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინებები დაკანონდეს!"

 

-ნო პრეზიდენტო! თქვენი პოზიციით უპირისპირდებით ქართველ ერს და ცდილობთ ასიამოვნოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ულტრალიბერალურ ძალებს! მორჩით ფარისევლობას და ღიად განაცხადეთ, რომ მომხრე ხართ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner