logo_geo
eng_logo
ლევან დოლიძე: NATO-ს წესდებაში არ წერია, რომ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, NATO-ს წევრობას ვერ მიაღწევს!
- +

10 მაისი. 2016. 23:44


„ვარშავის სამიტთან დაკავშირებით გარკვეული პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები დინამიური პროცესია და დადებითი თუ უარყოფითი სიურპრიზები არ უნდა გამოვრიცხოთ", - განაცხადა  საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ლევან დოლიძემ გადაცემა 2030-ში.


"დღევანდელი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რისი მიღების შანსიც არსებობს, ეს არის პრაქტიკული სარგებლის მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა, გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების გარემო და მოვახერხოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობის დემონსტრირება", - განაცხადა ლევან დოლიძემ.


მისი თქმით, სპეკულაციები, თითქოს, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის გარეშე NATO-ში გაწევრიანებას ვერ მოვახერხებთ, უპასუხისმგებლო და უასაფუძვლოა.


"NATO- წესდებაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქვეყანა, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, NATO- წევრობას ვერ მიაღწევს", - განაცხადა ლევან დოლიძემ.


მან ასევე აღნიშნა, რომ  სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარება  ჩვენი სუვერენული უფლებაა და ამ უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება  ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვოკაციაა.


"არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკურსი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას ხელს შეუწყობს და შესაძლებელს გახდის იმ საფრთხეების განეიტრალებას, რაც შეიძლება, რუსეთიდან მოდიოდეს", - განაცხადა ლევან დოლიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner