logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: დღეს დიდი მურმანის, ლებანიძის დაბადების დღეა!
- +

17 აგვისტო. 2018. 21:51

 

დღეს დიდი მურმანის, ლებანიძის დაბადების დღეა!

 

პოეტის!!!!!

 

ნაომარი კაცის!

 

დიდი პატრიოტის!

 

უბრწყინვალესი გამომცემლის და რედაქტორის!

 

ყველა ადამიანური კეთილშობილური თვისების და, ასევე, სისუსტის მატარებელი კაცის!

 

ფანტასტური ოჯახის პატრონის - ქალბატონ ელენეს მეუღლის ("გაზაფხული შემოსულა, ლენ!"), ნაადრევად ზეცასამაღლებული, უნიჭიერესი პოეტის - ფიქრიას და სახელმწიფო და საზოგადო საქმეებზე გადამკვდარი ვაჟკაცის - ზაზას მამის!

 

ვამაყობ, რომ 14 წლის მერვეკლასელ ბიჭუნას, ექსტრმალურ ვითარებაში მეგობრობის ხელი გამომიწოდა და სიცოცხლის ბოლომდე ჩემთვის იყო უერთგულესი უფროსი მეგობარი, ჩემი მოურიდებელი კრიტიკოსი და, იმავდროულად, ერთერთი პირველი დამცველი.

 

სამთაწმინდე კაცია დიდი მურმანი!

 

უსამართლობაა, რომ მისი დიდი ლიტერატურული წინაპრების გვერდით ამ წმინდა მიწაზე დავანებულნი არ არიან თუნდაც ირაკლი აბაშიძე, პავლე ინგოროყვა, რეზო ლაღიძე და კიდევ რამდენიმე უდიდეს ქართველი., რომლებსაც თანადროულმა საზოგადოებამ ვერ მიაგო ის პატივი, რასც ეს ბუმბერაზები იმსახურებენ.

 

მურმან ლებანიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner