logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: მტერმა უყურა და უსმინა ამ უგვანობას...
- +

10 მაისი. 2016. 23:47


„დღეს როგორც რომ ტიპები ერთმანეთს საჯაროდ მიმართავენ მედიით და ფეისბუკით, მაგის მეათედისთვის მეფის მუშკეტერები და რიშელიეს გვარდიელები დუელებში იწვევდნენ ერთმანეთს!"- პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:  


„დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება არ იყო, თუმცა, სამაგიეროდ საინტერესო ხომ იყო?! თვალს ვერ მოსწყვეტდი!

 

ახლა კი არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მტერმა უყურა და უსმინა ამ უგვანობას.

 

სასწრაფოდ საჭიროა კანონი დუელის თავისუფლების შესახებ და გახალისდება ცხოვრება! ყოველ საღამოს ლაივში შევხედავთ, ვინ დარტანიანია, ვინ როშფორი, ვინ მილედი და ვინ ბონასიე!

 

P.S. დუელი რომ აუცილებელია, ამაზე ნუ ვიდავებთ, მო--წყვეტდიში „ს" უნდა თუ არა, მაგაზე ვიდავოთ!"

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner