logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: რა აქვთ გაკეთებული სასიკეთო ძმებ ბერძენიშვილებს ქვეყნისთვის?
- +

11 მაისი. 2016. 00:09


„ეს კინკლაობა მაგათ არაფერს კარგს არ მოუტანს" - ამის შესახებ გადაცემა „პრიორიტეტში" პარტია „მრეწველების" ლიდერმა გოგი თოფაძემ ლევან და დავით ბერძენიშვილების განცხადების შეფასებისას განაცხადა.

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ძმები ბერძენიშვილები არ ეშვებიან ამ კამათს და შეურაცხყოფის მოყენებას. რა აქვთ გაკეთებული სასიკეთო ამ ძმებს ჩვენი ქვეყნისთვის?

მათი მოღვაწეობის ისტორია ვერაფერ დადებთს ვერ მოგვიტანს. ეს კინკლაობა მათ არაფერს კარგს არ მოუტანს.

 

ჩვენ მრეწველები როდესაც მოვედით პოლიტიკაში 20 წლის წინ, მას შემდეგ გვაქვს ერთი და იგივე პოზიცია. ვამბობთ, რომ ქვყანას გადაარჩენს მრწეველობა, სოფლის მეურნეობა და არა მარტო უცხო ექსპერტების შემოთავაზებული ცხოვრება.

 

ჩვენ ისე ჩამოვრჩით თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომ ვერ შევძლებთ ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი პროდუქტი."- განაცხადა თოფაძემ. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner