logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: უკვე 10 წელია ატყუებენ ხალხს, რომ ჩვენ გავხდებით NATO -ს წევრი!
- +

11 მაისი. 2016. 00:16


„ძმები ბერძენიშვილები რომ დააკვირდნენ თავის ისტორიას და დღევანდელ მდგომარეობას, აგონიაში არიან! დაინახა მთელმა საქართველომ, რომ ესენი არ ეწევიან საქართველოსთვის მისაღებ პოლიტიკას.

შედეგს ნახავთ 8 ოქტომბერს. არ შეიძლება ვატყუოთ ხალხი."- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გადაცემა „პრიორიტეტში," საქართველო- NATO-ს სამომავლო პერსპექტივების შესახებ საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია" უკვე წლებია ქართველი ხალხის მოტყუებას ცდილობს.


„კი ბატონო, თუ NATO -ს შეუძლია დაგვიბრუნოს ტერიტორიები და დადგეს ჩვენს გვერდში, ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ როცა ნათელია, რომ ისინი არ გვღებულობენ და დღეს მილიონობით ხალხს კიდევ ატყუებენ... მათ გამოაცხადეს, რომ არ მიგვიღებენ, მოტივად კი განაცხადეს, რომ ჩვენ ძალიან აგრესიული მეზობელი გვყავს.

 

უკვე 10 წელია ატყუებენ ხალხს, რომ ჩვენ გავხდებით NATO -ს წევრი! მე ვგულსხმობ „რესპუბლიკელების" აქტიურობას ამ საკითხში.- განაცხადა თოფაძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner