logo_geo
eng_logo
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ აღინიშნა
- +

18 აგვისტო. 2018. 12:02

 

 

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით და მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ აღინიშნა.

 

ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, გამოფენებსა და კონცერტს უმასპინძლა. გაიმართა დოღი, ჭიდაობა, სოფლებს შორის ბაგირის გადაზიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოგამოფენა - „შეიცანი ჭიათურა". კონცერტზე ჭიათურელების წინაშე „ნიკოლშოუ“ წარდგა.

 

ღონისძიების წამყვანი მსახიობი მაკა შალიკაშვილი, ხოლო მხარდამჭერები და თანასპონსორები იყვნენ:

 

კომპანია „მანგანუმ ლოჯისტიკი“, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და „ფინკა ბანკი“. ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული - „თემობა“ მე-19 საუკუნიდან აღინიშნება.

 

ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით... აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხებიც, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით, აღდგა და ის ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.

 

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე:

 

პირველ რიგშიმინდა მივულოცო გამარჯვება იმ 9 სოფელსრომლის ტრადიციაც იყო ესდღესასწაულიწლების განმავლობაშიმეორე მსოფლიო ომის შემდგომტრადიციულიღონისძიებები შეწყდა. 2013 წელსერთობლივადირაკლი და მალხაზ ბიწაძეებთან ერთადაღდგა „თემობა“ და ყოველწლიურად ფრთები შეისხადღეს უამრავი ხალხი მოვიდავისურვებდირომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ღირებული ტრადიციული სახალხოდღესასწაული აღდგესვულოცავ მთელ ქალაქს „თემობს“, რომელიც ქალაქის და 9 სოფლისმასშტაბებს გასცდასტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც არიან წარმოდგენილიმინდაყველას წარმატებები ვუსურვოვფიქრობყოველწლიურად კიდევ უფრო უკეთესიხდება „თემობა“ და არა მხოლოდ ამ ლოკალური ადგილისარამედ მთელიმუნიციპალტეტის ზეიმად იქცევა ეს ღონისძიება.

 

მუსიკოსი გია ნიკოლაძე - ნიკოლშოუ“: „ძალიან კარგად ჩატარდაისეროგორ შეშვენისმთელ საქართველოს იმერეთიდანისეროგორც შეგვშვენის ჩვენთან ისერომ მამა-პაპათადანატოვარი განვაგრძოთსასწაულიგამაერთიანებელი დღესასწაულია თემობამთავარიაყველაფერი გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთეს არის ტრადიციული დღესასწაულირომელიც სხვადასხვა სოფელს აერთიანებსდღეს 9 სოფელი იყონელ-ნელა მათი რიცხვიკიდევ გაიზრდებანელ-ნელა გავერთიანდებით დაიმერულად რომ ვთქვათვიქნებითასე“.

 

ირაკლი პეტრიაშვილი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:

კარგი ტრადიცია გრძელდებარაც მთავარიაყველა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს - ბავშვებიდან დაწყებულიუხუცესებით დამთავრებული. „თემობა“, თავის მხრივხელსშეუწყობსრომ ადგილობრივი მოსახლეობა დარჩეს ამ რეგიონში და ჩვენცჩვენისამსახურიცკომპანიაც ყოველთვის ხელს შეუწყობსრომ თითოეული ახალგაზრდადასაქმდესგააგრძელოს ტრადიციათან იმავდროულადშექმნას დოვლათი რეგიონში“.

 

ლევან აბრამიშვილიადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:მეექვსე წელიატარდება სახალხო დღესასწაული „თემობა“ და ყოველ წელიწადსდადებითი განწყობა მოაქვსკარგი იქნებათუ სხვა სოფლებიც ჩაატარებენ თემობას დაასეთ დღესასწაულს გამართავენმადლობა ყველასვინც ამ ღონისძიებას მხარს უჭერსპირველ რიგში, „ჯორჯიან მანგანეზს“, შემდგომ მერიას და ყველასვინც მათ გვერდშიუდგასღონისძიების თავი და თავი იყო სულხან მახარაძე და „ჯორჯიან მანგანეზი“.

 

ლიკა ჭუმბურიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: დღეს ძალიან დიდიდღესასწაულია სოფელ თვალუეთში - ჩვენ აღვნიშნავთ თემობასრომელსაც საფუძველიმე-19 საუკუნეში ჩაეყარასამწუხაროდხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშიაღარტარდებოდა ეს დღესასწაული ამ სოფელშიძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოღონისძიების ყველა ორგანიზატორსრადგან 2013 წლიდანისევ აღდგა ეს ღონისძიებავთვლირომ ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვისჩართულია 9 სოფელი და 9 საკრებულომრავალი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ აქტივობებშიკულტურულ ღონისძიებებშიჭიათურის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს „თემობას“. მინდაყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოპირველ რიგში, „ჯორჯიანმანგანეზს“, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატსბატონ სულხან მახათაძეს და ყველა იმადამიანსვინც ჩართულია დღევანდელ ღონისძიებაში“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner