ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის" ორგანიზებით და მაჟორიტარი დეპუტატის, სულხან მახათაძის მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული - „თემობა“ აღინიშნა.
ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, გამოფენებსა და კონცერტს უმასპინძლა. გაიმართა დოღი, ჭიდაობა, სოფლებს შორის ბაგირის გადაზიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოგამოფენა - „შეიცანი ჭიათურა". კონცერტზე ჭიათურელების წინაშე „ნიკოლშოუ“ წარდგა.
ღონისძიების წამყვანი მსახიობი მაკა შალიკაშვილი, ხოლო მხარდამჭერები და თანასპონსორები იყვნენ:
კომპანია „მანგანუმ ლოჯისტიკი“, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და „ფინკა ბანკი“. ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული - „თემობა“ მე-19 საუკუნიდან აღინიშნება.
ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით... აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხებიც, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით, აღდგა და ის ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება.
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე:
„პირველ რიგში, მინდა მივულოცო გამარჯვება იმ 9 სოფელს, რომლის ტრადიციაც იყო ესდღესასწაული, წლების განმავლობაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ტრადიციულიღონისძიებები შეწყდა. 2013 წელს, ერთობლივად, ირაკლი და მალხაზ ბიწაძეებთან ერთად, აღდგა „თემობა“ და ყოველწლიურად ფრთები შეისხა. დღეს უამრავი ხალხი მოვიდა. ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ღირებული ტრადიციული სახალხოდღესასწაული აღდგეს. ვულოცავ მთელ ქალაქს „თემობს“, რომელიც ქალაქის და 9 სოფლისმასშტაბებს გასცდა. სტუმრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაც არიან წარმოდგენილი. მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო. ვფიქრობ, ყოველწლიურად კიდევ უფრო უკეთესიხდება „თემობა“ და არა მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის, არამედ მთელიმუნიციპალტეტის ზეიმად იქცევა ეს ღონისძიება”.
მუსიკოსი გია ნიკოლაძე - „ნიკოლშოუ“: „ძალიან კარგად ჩატარდა, ისე, როგორ შეშვენისმთელ საქართველოს იმერეთიდან, ისე, როგორც შეგვშვენის ჩვენ, თან ისე, რომ მამა-პაპათადანატოვარი განვაგრძოთ. სასწაული, გამაერთიანებელი დღესასწაულია თემობა. მთავარია, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და გავერთიანდეთ. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც სხვადასხვა სოფელს აერთიანებს. დღეს 9 სოფელი იყო, ნელ-ნელა მათი რიცხვიკიდევ გაიზრდება, ნელ-ნელა გავერთიანდებით და, იმერულად რომ ვთქვათ, ვიქნებითასე“.
ირაკლი პეტრიაშვილი, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:
„კარგი ტრადიცია გრძელდება. რაც მთავარია, ყველა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს - ბავშვებიდან დაწყებული, უხუცესებით დამთავრებული. „თემობა“, თავის მხრივ, ხელსშეუწყობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დარჩეს ამ რეგიონში და ჩვენც, ჩვენისამსახურიც, კომპანიაც ყოველთვის ხელს შეუწყობს, რომ თითოეული ახალგაზრდადასაქმდეს, გააგრძელოს ტრადიცია, თან იმავდროულად, შექმნას დოვლათი რეგიონში“.
ლევან აბრამიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:„მეექვსე წელია, ტარდება სახალხო დღესასწაული „თემობა“ და ყოველ წელიწადსდადებითი განწყობა მოაქვს. კარგი იქნება, თუ სხვა სოფლებიც ჩაატარებენ თემობას დაასეთ დღესასწაულს გამართავენ. მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებას მხარს უჭერს. პირველ რიგში, „ჯორჯიან მანგანეზს“, შემდგომ მერიას და ყველას, ვინც მათ გვერდშიუდგას. ღონისძიების თავი და თავი იყო სულხან მახარაძე და „ჯორჯიან მანგანეზი“.
ლიკა ჭუმბურიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: „დღეს ძალიან დიდიდღესასწაულია სოფელ თვალუეთში - ჩვენ აღვნიშნავთ თემობას, რომელსაც საფუძველიმე-19 საუკუნეში ჩაეყარა. სამწუხაროდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აღარტარდებოდა ეს დღესასწაული ამ სოფელში. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოღონისძიების ყველა ორგანიზატორს, რადგან 2013 წლიდან, ისევ აღდგა ეს ღონისძიება. ვთვლი, რომ ასეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. ჩართულია 9 სოფელი და 9 საკრებულო, მრავალი ახალგაზრდა მონაწილეობს სპორტულ აქტივობებში, კულტურულ ღონისძიებებში. ჭიათურის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს „თემობას“. მინდა, ყველა სპონსორს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, „ჯორჯიანმანგანეზს“, ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ სულხან მახათაძეს და ყველა იმადამიანს, ვინც ჩართულია დღევანდელ ღონისძიებაში“.