logo_geo
eng_logo
სავაჭრო ომის ფონზე ჩინეთის დელეგაცია აშშ-ში ჩავა
- +

18 აგვისტო. 2018. 13:12

 

მიმდინარე თვის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის დელეგაცია ჩავა, რათა მსოფლიოს ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის შორის სავაჭრო ომის გაძლიერების ფონზე, მოლაპარაკებები გაიმართოს.

 

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ამბობს, რომ მინისტრის მოადგილე ვანგ შოუვენი, საერთაშორისო საქმეებში შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწეს, დევიდ მალპასს შეხვდება.

 

სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პეკინი დიალოგს მიესალმება, მაგრამ „არ მიიღებს ნებისმიერ ერთპიროვნულ სავაჭრო შეზღუდვის ზომებს.“

 

8 აგვისტოს აშშ-ის ხელისუფლებამ 279 დასახელების პროდუქტის სია (16 მილიარდი დოლარის ოდენობის) გამოაქვეყნა, რომელთა მიმართ 23 აგვისტოდან 25%-იანი საბაჟო ტარიფი ამოქმედდება.

 

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის მხრიდან „ვაჭრობის უწესო მეთოდებით“ ახსნა. მან გარკვეულწილად აშშ-იც დაადანაშაულა ამერიკული ტექნოლოგიების მიტაცების გამო.

 

ტრამპმა 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე ტარიფი 25, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა.

 

8 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ს საპასუხო ტარიფები დაუწესა.

 

31 მაისს აშშ-მა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფი დაუწესა. “დიდი შვიდიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა აშშ-ის გადასახადებს „დესტრუქციული“ უწოდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner