შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, „რესპუბლიკელი" პაატა ზაქრეიშვილი არ აკონკტერებს, დატოვებენ თუ არა თანამდებობებს 8 ივნისიდან „რესპუბლიკელი" მინისტრები.
როგორც 2030.news-ს პაატა ზაქარეიშილმა განუცხადა, დატოვებენ თუ არა „რესპუბლიკელი" მინისტრები თანამდებობეს საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისთვის, გადაწყვეტილებას ამის შესახებ პარტია მიიღებს.
„დაველოდოთ პარტიის გადაწყვეტილებას" , - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა.
საქართველოს მთავრობაში ამ დროისთვის სამი „რესპუბლიკელი" მინისტრია - პაატა ზაქარეიშვილი, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი.