ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელობის წარდგენისას განაცხადა, რომ ბელარუსი დემოკრატიული სახელმწიფოა, სადაც დიქტატურა შეუძლებელია.
„ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან დემოკრატიული ბლოკები გვესაზღვრება, ხოლო სამხრეთით კი ისეთი დემოკრატიაა, რომ მეტის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამიტომაც, ბელარუსში დიქტატურის განხორციელება უბრალოდ წარმოუდგენელია.
ქვეყანაში ყოველთვის იყო და იქნება წესრიგი. მე ყურადღებით ვაკვირდები საზოგადოების რეაქციას ჩემს გადაწყვეტილებებზე. დიდი ხანია ეს ჩვევა გამომუშავებული მაქვს და ყოველთვის ორიენტირებას ვიღებ იმაზე თუ რა აზრის არის ხალხი იმ კურსზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.