გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კოფი ანანი 80 წლისა გარდაიცვალა.
კოფი ანანი განაში 1938 წელს დაიბადა. ის გაეროს სტრუქტურებში 1960-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა; 1993 წლიდან ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი. 1997 წელს კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის პირველი აფრიკელი შავკანიანი იყო, რომელმაც მსოფლიო დიპლომატიაში ასეთ მაღალ პოზიციას მიაღწია. ამ თანამდებობაზე მან 2006 წლამდე იმუშავა.
მოგვიანებით, ის დაინიშნა გაეროს სპეციალურ ელჩად სირიის საკითხებში და სათავეში ჩაუდგა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძალისხმევას, თუმცა ეს პოზიცია მალევე დატოვა.