logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ზეწოლის გამო არ გატყდება!
- +

18 აგვისტო. 2018. 19:52

 

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ზეწოლის გამო არ გატყდება.

 

„გარკვეული ძალები თურქეთს ეკონომიკური ზეწოლით და თურქული ლირის გაუფასურებით ემუქრებიან, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამგვარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. თურქეთი არ გატყდება იმ ქვეყნების ზეწოლის გამო, რომლებიც ანკარას თავიანთ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევენ, თუმცა ამავდროულად ჩვენს ქვეყანას, როგორც ზეწოლის განხორციელების სამიზნეს, ისე განიხილავენ. ჩვენ ჩვენს კურს არ შევცვლით“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ვაშინგტონი თურქეთს დამატებით სანქციებს დაუწესებს თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner