თელავში საცხოვრებელი სახლის ეზოებიდან და პირველი სართულებიდან წყალს ტუმბავენ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დატბორილია ქალაქის ცენტრში მდებარე იუსტიციის სახლის სარდაფი. ამასთან, დატბორილია სასტუმრო „ძველი თელავის“ სარდაფიც.
ადგილებზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები და ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც პირველ არხს თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა განუცხდა, ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ამასთან, სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. სოფელ ქისტაურში, ახაშანსა და მატანში ვენახების დიდი ნაწილი და ერთწლიანი კულტურები თითქმის მთლიანად განადგურებულია.