შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები მოხსნა.
დედალაქში მოსული ძლიერი წვიმის გამო გმირთა მოედნიდან - თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარებ გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს.