logo_geo
eng_logo
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა კახეთში სეტყვის საწინააღმდეგოდ 200-მდე რაკეტა გაისროლა
- +

19 აგვისტო. 2018. 02:24

 

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის​ ინფორმაციით, სეტყვასაშიშმა ღრუბლებმა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან კახეთში უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ-მდე დიამეტრის სეტყვის მარცვლები შემოიტანა. ცენტრში აცხადებენ, რომ 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლეს და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირეს.

 

„18 აგვისტოს, დღის 17:00 საათიდან კახეთის რეგიონში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებიდან შემოვიდა, უპრეცედენტოდ დიდი, 7000 კვ.კმ-მდე მასშტაბის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში პროცესი, რომელმაც შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული 40-60 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის მარცვლები.

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაცვის არეალში პროცესის შემოსვლისთანავე მოხდა სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედება და შეიზღუდა უკვე არსებული 40-60 მმ ზომის მარცვლების შემდგომი ზრდა.

 

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა მიმდინარე უპრეცედენტოდ მასშტაბური ატმოსფერული პროცესების შესამსუბუქებლად 200 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა და სისტემის საშუალებით ღრუბლის მასები მნიშვნელოვანწილად შეამცირა, მუშაობა ამ ეტაპზეც გარკვეული შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობს.

 

კერძოდ, ახმეტისა და თელავის რაიონებში სარაკეტო დამუშავება სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის გამო დასახლებული პუნქტების გარეთ განხორციელდა.

 

საგარეჯოს რაიონში აკრძალულ ზონებს დაემატა ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო არსებული შეზღუდვებიც, რის გამოც, საერთო ჯამში მნიშვნელოვანი შეზღუდვებით გასროლილ იქნა ორას ერთეულამდე რაკეტა.

 

20:00 საათის მდგომარეობით ნალექის მასები სეტყვის სახით სამივე რაიონში უმეტესად დასახლებული პუნქტების თავზე, სროლისთვის აკრძალულ ზონებში ჩამოიცალა.

 

აღსანიშნავია, რომ ასეთი დიდი მასშტაბის და მსგავსი ზომის სეტყვის მარცვლების შემცველი ფრონტალური ღრუბლის მასების შემოსვლა კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არსებობის პირობებში პირველად დაფიქსირდა“, – აცხადებენ ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner