logo_geo
eng_logo
უამინდობის გამო, თელავიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში 101 შეტყობინება შევიდა
- +

19 აგვისტო. 2018. 03:19

 

 

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თელავიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19:00-დან 24:00 საათამდე 101 შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, ამ წუთებში, სამაშველო სამსახური 11 მისამართზე აწარმოებს წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

 

„უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, გამოძახებები დაფიქსირდა თელავისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან: ვარდისუბანი, კურდღელაური, შალაური, კისისხევი.

 

დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. რამდენიმე ადგილზე ძლიერმა სეტყვამ ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია“, – აცხადებენ უწყებაში.

 

ქალაქში მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner