logo_geo
eng_logo
შსს-მ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
- +

19 აგვისტო. 2018. 11:03

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის  და კარწახის სასაზღვრო სექტორის  დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,  სიერა-ლეონეს 4 მოქალაქე დააკავეს.

 

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner