logo_geo
eng_logo
გერმანიაში ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა
- +

19 აგვისტო. 2018. 11:37

 

გერმანიაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართა.

 

ორმა ლიდერმა უკრაინისა და სირიის კონფლიქტებზე, ირანის საკითხსა და გაზსადენის პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც აშშ ეწინააღმდეგება.

 

შეხვედრამდე მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის, განსაკუთრებით კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის პასუხისმგებლობაა ამ პრობლემებთან ბრძოლა.

 

მისივე განცხადებით, აპირებდა პუტინთან წამოეჭრა ადამიანის უფლებების საკითხები და განეხილა ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც დაძაბულია რუსეთის მიერ 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანქესირების შემდეგ.

 

„ვთვლი, რომ კამათის საგნად ქცეული საკითხები მხოლოდ დიალოგით და დიალოგში უნდა იყოს განხილული“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

 

პუტინმა ევროპას მოუწოდა უფრო მეტი გააკეთოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიაში, სადაც მოსკოვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს ოპოზიციის მეამბოხეებთან და ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში.

 

პუტინმა ასევე თქვა, რომ აპირებდა განეხილა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს და ირანს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთის ლიდერმა მნიშვნელოვანი უწოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner