logo_geo
eng_logo
შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

19 აგვისტო. 2018. 14:03

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ. ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ტ. ნ. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის  ჩხრეკისას, დამალული „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner