logo_geo
eng_logo
რიმა ბერაძის შუამდგომლობით, რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება
- +

11 მაისი. 2016. 10:31



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე სენაკისა და მეუნარგიას ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. საკრებულოს წევრის განცხადებით, შეხვედრაზე აღნიშნული ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხები იყო განხილული.


მისივე თქმით, დღესვე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად სენაკისა და ჭალადიდის ქუჩების კვეთაზე არსებულ დაღმართზე ქვაფენილის დაგება და მეუნარგიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთების ასფალტის საფარით მოპირკეთება დაიგეგმა.


„გარდა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა სამუშაოებიც იგეგმება. კერძოდ, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი, რაც საცხოვრებელ გარემოს გააუმჯობესებს", - აღნიშნა რიმა ბერაძემ და განაცხადა, რომ მისივე შუამდგომლობით საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, მოძველებული ნაგავშემკრები კონტეინერების შეცვლა მოხდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner