logo_geo
eng_logo
კონგოში ებოლას ვირუსს 47 ადამიანი ემსხვერპლა
- +

19 აგვისტო. 2018. 19:52

 

კონგოში ებოლას ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 47-ს მიაღწია.

გავრცელებული ცნობით, კიდევ 63 ადამიანი დაინფიცირებულია. ეპიდემიის მორიგი ტალღა ქვეყანაში 1 აგვისტოს გამოცხადდა. მას შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოსახლეობის აცრა დაიწყო.

 

24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგოში ებოლას ეპიდემია დასრულდა.

 

ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner