logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, არის გიორგი კვირიკაშვილი!
- +

11 მაისი. 2016. 10:32



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც შეძლო ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, არის გიორგი კვირიკაშვილი.



გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა „ქართული ოცნების" წევრ თამაზ მეჭიაურსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ის ნაკლებად აფასებს ამ პროცესებს და ამ დინამიკას.


 

ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ქართული ოცნების" დეპუტატი და რესპუბიკური პარტიის" დეპუტატი უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან.

 

მე ერთადერთ შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი.

დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner