საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის 8 ივნისიდან დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სახელმწიფოებრივად სწორი, რადგან მან გამჭვირვალე გახადა წინასაარჩევნო კამპანიის თარიღი და შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიისათვის შეჯიბრი 8 ივნისს დაიწყება. თუმცა ეს სულაც არ უზღუდავს საარჩევნო სუბიექტებს, რომ ახლავე იმუშაონ ამომრჩეველთა ხმების მოპოვებაზე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება.