საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სტატია მოამზადა „კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
ბუბა ხოტივარი, რეჟისორი: „ეს არის ეროვნული დანაშაული. პარლამენტმა სექტემბერში აუცილებლად უნდა დააზუსტოს ყველაფერი. პრეზიდენტმა უნდა გააუქმოს, მაგრამ რას გააუქმებს, თვითონ არის ერთ-ერთი სტიმულატორი ამ საშინელების. მე ვარ რადიკალურად წინააღმდეგი! რაც შეეხება კონსტიტუციურ სასამართლოს, ნუ იმართლებენ თავს იმით, რომ ზეწოლა იყო. რისი სასამართლო ხარ, თუ ზეწოლას ვერ უძლებ?! თქვან მაშინ, ვისი ზეწოლა იყო, თუ იყო საერთოდ. იქნებ ქრთამი იყო?!"