საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სტატია მოამზადა „კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი: „დასავლეთის მოდელებზე არიან გადამხტარი. იქ საშინელებები ხდება, მაგრამ ეს კურსი აქვთ და მორჩა! რადგან დაუშვეს, ეს ხრიკია - რაც უფრო მეტი გამოშტერდება, უკეთესია. ხომ ხედავთ, იმასაც გვტენიან, რომ კაცმა კაცთან ხელი მოაწეროს. რაც კაცობრიობა არსებობს, ჰომოსექსუალებიც იყვნენ, მაგრამ ჩემ თვალწინ რატომ უნდათ ამის დღესასწაულად ქცევა? გეუბნებით, დასავლეთის მატრიცები და კალკები სიკეთეს არ მოგვიტანს!"