logo_geo
eng_logo
მექაში ჰაჯის დღესასწაულზე ორ მილიონამდე მუსლიმი შეიკრიბა
- +

20 აგვისტო. 2018. 03:26

 

საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ჰაჯის ხუთდღიან დღესასწაულზე ორ მილიონამდე მუსლიმი შეიკრიბა.

 

მუსლიმური პილიგრიმობა 19 აგვისტოს დაიწყო. რელიგიური მოგზაურობის დასრულების ნიშნად, მუსლიმები კვადრატის ფორმის ქააბას გარს უვლიან.

 

ჰაჯი მუსლიმური რელიგიის ხუთ მთავარ საყრდენთაგან ერთ-ერთია და ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მუსლიმი ვალდებულია, სიცოცხლეში ერთხელ მაინც დაესწროს.

 

მუსლიმებს სჯერათ, რომ ჰაჯი წინასწარმეტყველ მუჰამედის ნაბიჯებს იმეორებს, რომელიც მუსლიმთათვის ყველაზე წმინდა ქალაქ მექაში დაიბადა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner