ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. მისი აზრით, ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია და იმედოვნებს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის.
„რამდენიც უნდა იხტუნაონ და დაიმუქრონ, ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია! თუმცა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს ტვინი გამოურეცხონ. სამწუხაროდ, ამაში მათ საერთაშორისო კვლევებიც ეხმარება. რას ვიზამთ, მსოფლიო ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით იმართება. მართალია, ჭკუას ვერავის ვასწავლი, მაგრამ მინდა, ამ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიაროს და ხალხს ვთხოვ, სწორი არჩევანი გააკეთოს. მე არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს. ჩემთვის „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ გააჩნია!" - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი.