logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე
- +

20 აგვისტო. 2018. 11:46

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობის მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

 

გოგიჩაიშვილის თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი კომპანიისთვის მძიმე იყოს ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო მეორე მხარეს - კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერესი.

 

„შეზღუდვები დაწესდება სათამაშო ბიზნესის რეკლამირების ნაწილში. ვფიქრობთ, ამოქმედდეს ისეთივე რეგულაციები, როგორიც დღეს გვაქვს თამბაქოსა და ალკოჰოლის რეკლამირებასთან დაკავშირებით - ტელეეთერით ღამის 12 საათამდე აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის რეკლამირება და სპონსორობა. იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის ეთერში სათამაშო ბიზნესის რეკლამირებაზე. შეზღუდვები დაწესდება ონლაინ და სხვა სახის მედიაში სათამაშო ბიზნესის რეკლამების განთავსებაზე. გასაგებია, რომ ზოგი კომპანიისთვის ეს, შესაძლოა, მძიმე იყოს ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ერთ მხარეს დგას საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე მხარეს - კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერესი და ერთი მეორეს თავისი მნიშვნელობით ვერ გადაწონის“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner