ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის, „Frankfurter Verlagsanstalt“-ის მიერ გამოიცა გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“.
წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა.
გოდერძი ჩოხელის რომანში წარმოჩენილია ადამიანური ყოფის უნივერსალური კანონზმოიერებანი და ეგზისტენციალური საკითხები: სიკვდილისა და სიცოცხლის არსი, სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვისლის, ცოდვისა და მადლის ჭიდილი. მწერალი აღწერს, როგორ ებრძვის ადამიანში ანგელოზური და დემონური ერთმანეთს, როგორ გარდაისახებიან ადამიანები მგლებად - ბოროტ არსებებად, რომლებიც საზოგადოებასა და ეპოქას ასვამენ დაღს.