საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. სტატია მოამზადა „კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
ლადო კახაძე, ექიმი: „გვაჯობა იმ ხალხმა, ვისაც ამ საკითხის ლობირება ევალება. მე დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, თორემ ლეგალიზაცია კატასტროფაა! ჩემთვის ნარკომანი არის ავადმყოფი და მასზე ძალადობა - მკრეხელობა. მათ სჭირდებათ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში მოხვედრა, ციხეში ჩასმა კი არა. დარწმუნებული ვარ, ლეგალიზაციას პარლამენტი არ მიიღებს. რომ გაიყიდოს, ბრუნვაში შემოვიდეს, მაშინ დავიღუპეთ!"