logo_geo
eng_logo
თბილისში, GWP-ს ობიექტზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა
- +

20 აგვისტო. 2018. 23:41

 

 

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

როგორც პირველ არხს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განუცხადეს, სამუშაო დღის ბოლოს ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც გარდაიცვალა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

„პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა“, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner