logo_geo
eng_logo
თბილისში არასრულწლოვნებმა ყავის სახლი Dom Kofe-ს ფილიალი გაქურდეს
- +

21 აგვისტო. 2018. 00:16

 

 

თბილისში ყავის სახლი Dom Kofe-ს ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

 

ყავის სახლის უსაფრთხოების კამერებით გადაღებული მასალა, რომელზეც ობიექტის კარის შემტვრევის და გაქურდვის მომენტია ასახული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ორი სავარაუდოდ არასრულწლოვანი პირი ჩანს.

 

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

მათივე ცნობით, დადგენილნი არიან ქურდობაში მონაწილე არასრულწლოვნები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner